როგორ შევუწყოთ ხელი წონის კლებას (ნაწილი I )

თუ აქ მოცემულ რჩევებს სისტემატიურად გამოიყენებთ ისინი აუცილებლად გაამართლებს ! 

Image

1. პირადი დღიური

Image

აწარმოეთ დღიური . კომპიუტერში რვეულში ან თუნდაც შექმენით ბლოგი ჩემსავით. გაამხნევეთ საკუთარი თავი და სხვები და ეს ფსიქოლოგიურად დაგეხმარებათ რომ დიეტა არ დაარღვიოთ. ჩაინიშნეთ დღიურში ყველაფერი რასაც პირში ჩაიდებთ, ყველა დარღვევა და მიღწევა. იყავით გულახდილი საკუთარ თავთან. ჩამოწერეთ რისთვის აკეთებთ ამას. რა შედეგები მოყვება თქვენი წონის დაკლებას. რას გააკეთებთ ისეთს რასაც აქამდე ვერ აკეთებდით. რას ჩაიცვამთ, სად წახვალთ და ა.შ.

2. გამორიცხეთ ტკბილეული , ცომეული და გაზიანი სასმელი!

ImageImage

ეს ზემოთ აღნიშნული სამი რამ არის რაც ყველაზე მეტად გვასუქებს. მათი ყოველდღიური რაციონიდან ამოღება აუცილებელია ! 

3. წყალი

Image

დღის განმავლობაში 2 ლიტრამდე წყალი აუცილებლად მიიღეთ. დალიეთ ერთი ჭიქა წყალი ჭამის წინ, არ დალიოთ  ჭამის დროს და ჭამის შემდეგ მინიმუმ 15 წუთი.

4. სახლში ადით ფეხით, დაივიწყეთ ლიფტი. 

Image

დღეში ერთხელ მაინც დაივიწყეთ ლიფტი და ადით ფეხით. რაც უფრო მაღლა ცხოვრობთ მით უკეთესი 🙂 კიბეებზე ასვლა საუკეთესო ვარჯიშია გასახდომად !  (ალბათ გინახავთ სტადიონებზე ტრიბუნის კიბეებზე რომ დარბიან ხოლმე :))) )

5. არ გამოტოვოთ საუზმე.

Image

საუზმეზე დღის განმავლობაში ყველაზე მეტი უნდა მიირთვათ რათა დაგროვილი კალორიები დღის განმავლობაში დახარჯოთ. საღამოს ნაჭამი კალორიები კი ცხიმების სახით გროვდება სხეულში

6.

 Image

როდესაც სადმე მიდიხართ თუ ძალიან არ გეჩქარებათ , პირველივე გაჩერებაზე ნუ დაელოდებით ავტობუსს. მიდით შემდეგ გაჩერებამდე ფეხით. :)ძალიან დიდი ეფექტი აქვს  სიარულს დღის განმავლობაში .

7. საღამოს სეირნობა

Image

ბოლო ჭამის შემდეგ , ყოველ საღამოს მეგობრებთან ერთად ჩადით ეზოში. მხოლოდ ი ა რ ე თ ! დაარტყით დიდი  წრეები  ქუჩებს ან ეზოებს. იარეთ , იარეთ , იარეთ. მხოლოდ დაივიწყეთ სასუსნავები 🙂

8.ჭამეთ ნელა 

Image

ნელა ჭამა საჭიროა იმისთვის რათა ტვინმა სიგნალი დანაყრების შესახებ დროულად მიიღოს და ზედმეტი არ ვჭამოთ.  ამ სიგნალის მისაღებად ტვინს 10 წუთი ჭირდება ამიტომ აუცილებელია ნელა ჭამა და ყოველდღიური საკვების ნორმალური დოზით მიღება.

9. ადექით ჭამის შემდეგ

Image

არავითარ შემთხვევაში არ წამოწვეთ ჭამის შემდეგ. ასე ორგანიზმი ადვილად შეიწოვს კალორიებს. იდექით ან იარეთ 5 წუთი მაინც .  კარგი იქნება თუ კედელთან მიხვალთ და ხელებს მაღლა ასწევთ . ასე გაჩერდით დაახლოებით 1-2 წუთი.

10.გამოიძინეთ !

Image

თუ თქვენ 7-8 საათი იძინებთ თქვენი მეტაბოლიზმი იქნება ნორმალური და წონის კლებაში დაგეხმარებათ

გაგრძელება იქნება ! 🙂

6 thoughts on “როგორ შევუწყოთ ხელი წონის კლებას (ნაწილი I )

    • 29 აგვისტომდე? თუ ივლისამდე? არც ისე ბევრი დროა, გააჩნია რამდენი კილო ხარ :* კალორიების დიეტა ცადე, საკმაოდ ეფექტურია და იოლიც :*

  1. ვაიმე მიშველეთ 22 ივლისიდან უნდა დავიკლო 1 აგვისტომდე ვარ 65 კილო მირჩიეთ რამე გთოვთ

  2. გამარჯობა მარი:) გააჩნია რამდენი კილოს დაკლება გინდა? ეს არც ისე ბევრი დროა , მაგრამ კალორიების დიეტა ეფექტურია და დაგეხმარება ადვილად წონის დაკლებაში. თან ძალიან მარტივია, უბრალოდ კალორიები უნდა ითვალო რაშიც დაგჭირდება საჭმლის სასწორი და კალორიების ცხრილი :* ასევე ყოველდღიური ვარჯიშითაც თუ წაეშველები ნამდვილად მოიკლებ რამდენიმე კილოგრამს, თუმცა ყველა ორგანიზმი ინდივიდუალურია და ამიტომ წინასწარ ვერანაირად გეტყვი რამდენს დაიკლებ 😦

დატოვე კომენტარი