ალბათ სათაური ზედმეტია….. :):(

 

სიმართ22ლე გითხრათ, არც კი ვიცი რითი დავიწყო წერა…ასეთი რამ მგონი პირველად ხდება…ყოველთვის ვიცი ხოლმე რისი თქმა ან დაწერა მინდა…ახლა კი ძალიან არეული ვარ…ვიცი რომ ძალიან დიდი პაუზის აღება მომიწია..( წელს მოვიხდე 12 წლიანი სასჯელი ( სკოლას ვგულისხმობ :დ ) აბიტურიენტობის პერიოდი , მართლაც, ყველაზე დამღლელი პერიოდი ყოფილა ცხოვრებაში ( ნუ რა პერიოდებიც აქამდე მქონია , იმათთან შედარებით, რა თქმა უნდა ) სამწუხაროდ აღარც ბლოგი მახსოვდა, აღარც დიეტა და მოკლედ “ავიწყვიტე “…გამოცდების პერიოდში განსაკუთრებულად,, თავს უფლება მივეციი და დავიჯერე მოსაზრება , რომ ” შოკოლადი გონებას ხსნის” :დდ ჰაჰა.. არა, რაღაც მხრივ მართალია…შოკოლადი ხშირ შემთხვევაში სტრესის დაძლევაში ეხმარება ადამიანებს, სტრესი და დეპრესია კი აბიტურიენტებს არ გვაკლია…. გვაკლდა, უფრო სწორედ..ახლა აბიტურიენტიც აღარ მქვია :დ ჩავაბარე ოთხივე გამოცდა და საბოლოო შედეგების ლოდინში ვარ…არც სტუდენტი, არც მოსწავლე , არც აბიტურიენტი….უბრალოდ რიგითი მოქალაქე, რომელსაც ძალიან დიდი სურვილი აქვს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხელოვნებისა და მეცნიერების ფაკულტეტზე ჩაირიცხოს ( სასურველია დაფინანსებით)..ასევე არანაკლები სურვილი აქვს რომ აქტიურად დაუბრუნდეს ბლოგს და ერთგული მკითხველები დაბრუნოს…:( რომლებიც ძალიან მოენატრა….ამდენი თვის მანძილზე პირველად გავბედე აქ შემოსვლა…გული ყოველთვის მომიწევდა ,მაგრამ მეშინოდა..არ ვიცოდი რა დამეწერა რადგანაც ვთვლი , რომ იმედი გაგიცრუეთ…ჩემზე იმხელა იმედებს ამყარებდით…მწერდით რომ თქვენთვის მაგალითი ვიყავი…და რანაირ მაგალითს გაძლევთ ახლა?:( როდესაც სასწოზე დადგომისაც მეშინია….ალბათ დავუბრუნდიი ძველ წონას…დიდად არ მეტყობა მომატება,,..მაგრამ აშკარად ვატყობ საკთარ თავს მატებას და არა…არ შეიძლება ასე!!! მოვუღე ბოლო გამოცდებს და დავბრუნდი ძველებური, არა კიდევ უფრო დიდი შემართებით..:)))ყველაზე მეტად ის მახარებს რომ ეს ბლოგი არ მოიცავს მხოლოდ დიეტებს და ჯანსაღ კვებას….პატარა ოჯახივითაა სადაც ერთმანეთს მიზნების მიღწევაში ვეხმარებით, მხარს ვუჭერთ , ვამხნევებთ….მიზანი მიზანია, არ აქვს მნიშვნელობა მიზანი 15 კილოს დაკლებას მოიცავს თუ 0,5 ის…მთავარი ის არის , რომ მიზნის მიღწევის შემდეგ საკუთარი თავის ფასს ვიგებთ…რწმენა გვემატება და ვრწმუნდებით , რომ ცხოვრებაში ყველაფერს მივაღწევთ რასაც მოვინდომებთ.აი ეს არის მთავარი 🙂

33 44

მეც თქვენსავით ჩვეულებრივი ადამიანი ვარ.ჩვეულებრივი თინეიჯერი , ჩვეულებრივი პრობლემებით…რომლებიც ,სამწუხაროდ, ამ ისედაც სტრესულ და საშინელ წელს არ მაკლდა…. მომატყუეს. გული მატკინეს, ზურგიც მაქციეს..დამცინეს და დამამცირეს..ბევრი ცუდი გამოვიარე და საკუთარი თავის მიკვირს, რომ მაინც მჯერა ამ სიტყვების “ყველაფერი კარგად იქნება”..მართალია, ბევრჯერ მითხრეს ეს წინადადება და ბევრჯერ არ გაამართლა, მაგრამ მაინც მჯერა…ვიცი რომ ოდესმე ახდება და მართლა კარგად იქნება ყველაფერი …:)) ვიცი ? ვიცი კი არა უბრალოდ დარწმუნებული ვარ… მთავარია რწმენა :))

შემდეგ პოსტში, რომელსაც ძალიან მალე შემოგთავაზებთ , აუცილებლად მოგიყვებით იმ ამბავს რაც წელს გადამხდა …და მიუხედავად იმისა რომ ბლოგის მთავარი თემიდან გადავუხვევ, ვიცი მაინც გამოგადგებათ,,,ზოგი საკუთარ თავს ამოიცნობს და გამიგებს,,ზოგი მომავალში, მსგავს სიტუაციაში თუ აღმოჩნდება გაიხსენებს ამ პოსტს და იმ შეცდომებს აღარ დაუშვებს რომლებიც მე დავუშვი..დარწმუნებული ვარ ვინმეს აუცილებლად გამოადგება.

55 111

8 thoughts on “ალბათ სათაური ზედმეტია….. :):(

დატოვე კომენტარი