მწვანე ჩაი

ალბათ ბევრჯერ გაგიგიათ მწვანე ჩაის ეფექტურობის შესახებ …ტყუილი არ გეგონოთ. ჭამის შემდეგ მწვანე ჩაის მიღება წონის დაკლებას საკმაოდ უწყობს ხელს. რა თქმა უნდა მხოლოდ მწვანე ჩაის დალევით ვერ გახდებით, მაგრამ ის მოგეხმარებათ მიღებული კალორიების დაწვაში 🙂

მწვანე ჩაი არა მარტო დიეტისთვის გამოიყენება. მას მრავალი სამკურნალო ეფექტი აქვს , თუმცა მისი დიდი რაოდენობით მიღება რეკომენდებული არ არის რადგან შეიძლება თირკმელების პრობლემა გამოიწვიოს. ხომ ხედავთ, ყველაფერში ზომიერებაა საჭირო 🙂 არ მიაქციოთ ყურადღება ჩაის ლამაზ ლამაზ შეფუთვებს.  იყიდეთ მხოლოდ დასაყენებელი ჩაი , პაკეტისას დიდი ეფექტი არ აქვს და უამრავ დანამატს შეიცავს .

ყველაფერს ჯობია წონით იყიდოთ დასაყენებელი ჩაი , მხოლოდ გაითვალისწინეთ რომ ერთ ჯერზე ბევრი არ დააყენოთ. მხოლოდ ერთი ჩაის ან სუფრის კოვზი, და კარგი იქნება თუ ყოველ დღე ახალ ჩაის დააყენებთ რადგან დროთა განმავლობაში ის სასარგებლო თვისებებს კარგავს და ეფექტი აღარ ექნება.

თუ ჩაის 2 წუთის განმავლობაში დააყენებთ მას მატონიზირებელი ეფექტი ექნება, თუ 5 წუთის განმავლობაში -დასამშვიდებელი.

მწვანე ჩაის ასევე კოსმეტიკაშიც ეფექტურად იყენებენ. იკეთებენ მწვანე ჩაის აბაზანებს  კანის ტონუსში მოსაყვანად. მწვანე ჩაი ხელს უშლის დაბერების პროცესს, ასუფთავებს და ამშვიდებს კანს, აუმჯობესებს მხედველობას.

10 thoughts on “მწვანე ჩაი

  1. ლიპტონის მწვანე ჩაი რო იყიდება უკვე ბოთლებში ის მიყვარს ძალიან ძალიან 1 ბოთლს მაინც ვსვამ ყოველ დღეე )

  2. არა არა 😦 ეგ არ დალიო რა 😦 ეფექტი არ ექნება და შეიძლება პირიქით მოიმატო წონაში..დასაყენებელი ცხელი ჩაი დალიე

  3. პიტნის ჩაიც ხომ შეიძლება?? თუ ის არ მოქმედებს როგორც ეს??
    მანიკა, ძალიან დიდი მადლობა ყველაფერი გამომადგა ვარჯიშებიც და ასე შემდეგ:*:* წარმატებებს გისურვებ ყველაფერში<3<3

    • პიტნის ჩაის საკმაოდ ბევრი კარგი თვისება აქვს და სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენებენ. რაც შეეხება გასახდომად, ამობენ რომ უნდა შეისუნთქო პიტნის სურნელი და ის უბრალოდ მადას აქვეითებს ან აქრობს. მაგრამ კალორიებს არ წვავს. ამ მხრივ მწვანე ჩაი უბადლოა :*
      დიდი მადლობა შენ, ძალიან გამიხარდა თუ რამით დაგეხმარე :*
      შენც წარმატებები ! ❤

  4. თუ შეგიძლია მითხარი კონკრეტულად რომელი ჩაია კარგი დასაკლებად თუ მნიშვნელობა არ აქვს და მთავარია მწავენე ჩაი იყო?

დატოვე კომენტარი